"ხელახლა აღმოჩენილნი": მიმდინარე წლის ათი უდიდესი აღმოჩენა მოგზაურობის მოყვარულებისათვის" -The Sydney Morning Herald 19.09.2025 17:08

ავსტრალიურ გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდში“ (The Sydney Morning Herald) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ხელახლა აღმოჩენილნი“: მიმდინარე წლის ათი უდიდესი აღმოჩენა მოგზაურობის მოყვარულებისათვის“, რომელიც რედაქციის ტურიზმისა და მოგზაურობის განყოფილების მიერ არის მომზადებული.

როგორც პუბლიკაციის დასაწყისშია განმარტებული, ქვეყნები და რეგიონები, რომლებიც 2025 წლის ძირითადი ტურისტული და სამოგზაურო მარშრუტების სიაში მოხვდნენ, რასაკვირველია, ცნობილნი არიან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი პოტენციალი ახლებურად არის წარმოჩენილი, დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად, ანუ ისინი დიდი ხანია არსებობენ, მაგრამ მათი ტურისტული შესაძლებლობები „ხელახლა იქნა აღმოჩენილი, ხელახლა იქნა გააზრებული“.
მასალაში საუბარია ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, აშშ-ის, ბელგიის, საფრანგეთის და საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდს სათაურით „თბილისი, საქართველო“

თბილისი მდინარე მტკვრის თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს. საქართველოს დედაქალაქი, რომლის ისტორია 6 ათას წელზე მეტს ითვლის, სწრაფად გარდაიქმნა თანამედროვე ეპოქის ქალაქად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან.
ამჟამად თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებულ მეგაპოლისს წარმოადგენს, სადაც ერთმანეთთან გასაოცრად არის არის შეხამებული სხვადასხვა არქიტექტურული სტილი - მართლმადიდებელი ტაძრები, მოდერნის და საბჭოური ეპოქის შენობები.

უძველეს ქალაქს თანამედროვე ნაგებობებიც ემატება - მაგალითად, მინა-ფოლადის ხიდი მდინარე მტკვარზე, აგრეთვე ქუჩის ხელოვნება (ე.წ. „გრაფიტი“), რომლებმაც საბჭოური ეპოქაში აშენებულ ბეტონის კორპუსებს ახალი სიცოცხლე შთაბერეს.
საქართველო განთქმულია თავისი ეროვნული სამზარეულოს კერძებითა და საჭმელებით - ხაჭაპურით, ხინკლით, აგრეთვე ღვინით - ქართველი ხალხის მეღვინეობის კულტურა მსოფლიოში უძველესს წარმოადგენს). ქართული საჭმელების დაგემოვნების შემდეგ ეწვევით სპარსული სტილით აშენებულ თბილისურ გოგირდოვანი ცხელი წყლის მიწისქვეშა აბანოებს, სადაც მექისე მოგემსახურებათ“.


წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ