უნგრეთის საერთო ევროპული ინგლისურენოვანი ჟურნალი «The European Conservative» თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: "ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს" (ავტორი - ზოლტან დიორი). პუბლიკაციაში ფინეთის დიპლომატიური უწყების მეთაურის მოქმედება ნეგატიურად არის შეფასებული.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ამასწინანდელმა ვიზიტმა გამოავლინა ის მზარდი დაძაბულობა, რაც დასავლურ იდეოლოგიასა და პატარა სუვერენულ კონსერვატიულ სახელმწიფოებს შორის არის გაჩენილი.
მინისტრი ჯერ თბილისში ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა, შემდეგ „იქს-ქსელში“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო საქართველოს მთავრობის პოზიცია და მხარი დაუჭირა ოპოზიციონერი მოქალაქეების პროტესტს ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ.
ელინა ვალტონენის ნაბიჯი ბადებს საგანგაშო კითხვას: როგორ შეუძლია საგარეო საქმეთა მინისტრს ასე ღიად დაუჭიროს მხარი საპროტესტო აქციას, მიმართულს უცხო ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ დროს განაცხადოს, რომ იგი დემოკრატიული პრინციპების ერთგულია?
რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება უმიზეზო და უსაფუძვლო არ არის. ის ხდება იმ დროს, როცა ევროკავშირი და დასავლეთის ლიბერალი ჩინოვნიკები აძლიერებენ ზეწოლას საქართველოს კონსერვატიულ მთავრობაზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა - მიღებული ხმების 54%-ით. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არის ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების მომხრე, სოციალურად კონსერვატიული და ომის წინააღმდეგ გამოდის. რასაკვირველია, ასეთი პოზიციის მქონე ხელისუფლება ბრიუსელის ელიტაში უკიდურესად არაპოპულარულია.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდა, ევროკავშირის ოფიციალური პირებმა და ქართულმა პრობლიუსელურმა ოპოზიციამ ხმის მიცემის შედეგები საეჭვოდ მიიჩნია და ფალსიფიცირებულად გამოაცხადა. იმდროინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ოპოზიციასთან, არჩევნები „რუსულ სპეცოპერაციად“ ჩათვალა.
ამ ფონზე ელინა ვალტონენის გამოსვლა ანტისამთავრობო აქციაზე უფრო ბევრად დიდ მნიშვნელობას იძენს. მინისტრის [და იმავდროულად ეუთოს თავმჯდომარის] განცხადება, რომ იგი მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებიც კანონიერად არჩეული მთავრობის დამხობას აპირებს, [ფინეთისა და ეუთოს] პოზიციის საჯარო გამოხატვად უნდა ჩაითვალოს. გამოდის, რომ ეუთო ნეიტრალური დამკვირვებელი კი არ არის, არამედ აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.
ბუნებრივია, ფინელი მინისტრის მოქმედებას დაუყოვნებლივ მოჰყვა საქართველოს მთავრობის რეაქცია: პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და მიზეზიც დაასახელა - „ვალტონენის მონაწილეობა უკანონო აქციაში და მისი ცრუ განცხადებები“. თბილისმა ფინელი სტუმრის მოქმედება ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ აქტად შეაფასა.
ეს ეპიზოდი ბოლო წლებში გამოკვეთილი კანონზომიერების ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს: როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის იდეოლოგიას, ბრიუსელში მათ იმავწუთს არალეგიტიმურად ნათლავენ. საქართველოს უარმა შემოეღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მისმა პოზიციამ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა [და ომში ჩაურევლობის] შესახებ, მისმა კონსერვატიულმა პოლიტიკამ ევროკავშირის მხრიდან „პრორუსულობის“ იარლიყი დაიმსახურა. საერთოდ, ბრიუსელი ამ ტერმინით ძალიან ხშირად სარგებლობს, როცა მას რომელიმე ნებისმიერი მთავრობის დისკრედიტაცია სურს - ისეთი მთავრობებისა, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკურ კურსს ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებიან.
„როცა ლიბერალები იმარჯვებენ, [ბრიუსელი თვლის, რომ] ეს დემოკრატიის გამარჯვებაა, ხოლო როცა კონსერვატორები იმარჯვებენ, დემოკრატია ეჭვქვეშ დგება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს. მან გააკრიტიკა ბრიუსელის გლობალისტური შეტევა საქართველოზე, რომელიც უნგრეთმა საკუთარ თავზეც გამოსცადა.
როგორც ცნობილია, ძლიერი ევროპული ძალები, რომლებსაც ფართო ფინანსური უზრუნველყოფა აქვთ, ცდილობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ისეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბონ, როგორიც მათ გეგმებს შეესაბამება. ასეთი სიტუაციის გამო შეშფოთებულები არიან არამარტო საქართველოში, არამედ უნგრეთშიც და სლოვაკეთშიც, რომლის ლიდერები ამხელენ უცხოური ფულით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასმედიის საშუალებებს - „რეალური პოლიტიკური სისტემის დამახინჯების გამო“.
სისტემატური შეტევა საქართველოს კონსერვატიულ მთავრობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ არასოდეს ისეთი ღია არ ყოფილა, როგორც ეს ელინა ვალტონენის შემთხვევაში მოხდა.
წყარო:
ავტორ(ებ)ი :