ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა" 18.05.2026 22:11

 

„ილონ მასკმა ეჭვი შეიტანა რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის კეთილსინდისიერებასა პრინციპულობაში“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ „ოდისევსში“ მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა“ (ავტორი - არნო ლეპარმანტე). „მილიარდერის ბრალდებებს ბევრი ეთანხმება. მაგალითად, მწერალისა და ჟურნალისტის მეთ უოლშის აზრით, რეჟისორი შეშინდა და ჰოლივუდის დიქტატს დაემორჩილა, რომელიც რასობრივ და გენდერულ მრავალფეროვნებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:


მილიარდერმა რეჟისორი „ჰომეროსის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა - ქრისტოფერ ნოლანმა შავკანიანაი მსახიობი ქალი ელენე ტროელის - ზევსისა და ლედას ქალიშვილის -როლში სპეციალურად შეარჩია, რომ დაცული ყოფილიყო ჰოლივუდის მოთხოვნა „სქესთა მრავალფეროვნების“ შესახებ, რომელიც ამერიკულმა კინოაკადემიამ მიიღო. ეს სკანდალი ნაწილია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ბრძოლისა „პოზიტიური დისკრიმინაციის“ წინააღმდეგ, რომელიც რასობრივ და სხვა უმცირესობებისთვის პრივილეგიებს გულისხმობს.

 

სანამ კანის კინოფესტივალზე ამერიკელ მსახიობებს აქებენ დონალდ ტრამპისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ილონ მასკმა ჰოლივუდური ვოკიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. კითხვა: რამდენად სწორია ის, რომ ელენე ტროელი, „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი“, შავკანიანი იყოს?

 

სწორედ ასეთი არჩევანი გააკეთა ქრისტოფერ ნოლანმა თავისი ახალი ფილმისათვის „ოდესევსი“ (აშშ-ში ჩვენება 17 ივლისს დაიწყება). ცნობილი ფილმების „ინტელსტალერის“, „დასაწყისის“ და „ოპეჰეიმერის“ რეჟისორმა ელენეს ტროელის როლის შესრულება ლუპიტე ნონგოს მიანდო - მსახიობს, რომელსაც ერთდროულად კენიის, მექსიკისა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. იგი ასევე შეასრულებს კლიტემნესტრის - აგამემნონის ცოლის როლსაც.

 

„ქრის ნოლანმა დიდი ჰომეროსის ქმნილება „ოდისეა“ დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ჰოლივუდისაგან „ოსკარი“ მიიღოს. მან ჰოლივუდის მოთხოვნები შეასრულა“, - დაწერა ილონ მასკმა „იქს“ სოცქსელში. მილიარდერის თქმით, რეჟისორი დაემორჩილა კინოაკადემიის შეცვლილ პრინციპებს, რომელთა თანახმად, „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციის მისაღებად მსახიობების გუნდი „მრავალფეროვანი“ უნდა იყოს. „სირცხვილი ქრის ნოლანს იმისთვის, რომ მან ჰომეროსს შეურაცხყოფა მიაყენა! მას ასეთ არასწორ ნაბიჯს არასოდეს არ აპატიებენ“, - აცხადებს ილონ მასკი, რომელიც წინააღმდეგია იმისა, რომ ჰომეროსის პოემის „ოდისეას“ მიხედვით შექმნილ ფილმში ელენეს ტროელის როლი შავკანიანმა მსახიობმა ქალმა შეასრულოს.

 

ილონ მასკის ფანატებმა „იქს“-ქსელში ერთხმად დაუჭირეს მხარი მილიარდერის შეტევას რეჟისორზე. ისინი აღშფოთებას გამოხატავენ იმითაც, რომ ფილმში აქილევსის როლს თითქოსდა ტრანსგენდერი მსახიობი ელიოტ პეიჯი ასრულებს, თუმცა ამ ინფორმაციას პროდიუსერები არ ადასტურებენ. რაც შეეხება ორ მთავარ გმირს, ისინი ტრადიციული სექსის მიმდევრები არიან - მეთ დეიმონი (ოდისევსი) და ენ ჰეთეუეი (პენელოპა). ბლოკბასტერი ბიუჯეტი 250 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

„სიტყვის თავისუფლება“ „ოსკარის“ მისაღებად

 

კინოაკადემია ითხოვს რასობრივ და გენდერულ მრავალფეროვნებას და არამარტო მსახიობებს შორის. იმ წესების მიხედვით, რომლებიც 2020 წელს იქნა მიღებული და ძალაში 2024 წელს შევიდა, კინოფილმი, რომელიც საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარის“ მიღების ნომინანტად იქნება შერჩეული, ოთხიდან ორ კრიტერიუმს მაინც უნდა შეესაბამებოდეს. პირველი კრიტერიუმი - პირველი და მეორე პლანის მსახიობებიდან ერთი მაინც [სექსუალური] უმცირესობიდან უნდა იყოს. საერთოდ კი, რეკომენდებულია, რომ ფილმში დაკავებულ მსახიობთა 30% ასევე უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. მეორე - ფილმის გადამღები ჯგუფიც ასევე „მრავალფეროვანი“ უნდა იყოს; მესამე - ფილმის გადაღების დროს უმცირესობის წარმომადგენლებისათვის რაიმე პრობლემა არ უნდა შეიქმნას, მათი თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს; მეოთხე - „მრავალფეროვნება“ უნდა იყოს დაცული ფილმის გაყიდვის, მარკეტინგისა და რეკლამირების საკითხებით დაკავებულ პერსონალშიც.

 

რა თქმა უნდა, ფორმალურად შავკანიანი მსახიობის ფილმში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ჟურნალი Variety ამასთან დაკავშირებით იხსენებს, რომ ქრისტოფერ ნოლანის წინა ფილმმა „ოპენჰეიმერმა’, რომელშიც მხოლოდ თეთრკანიანი მსახიობები მ ონაწილეობენ, შვიდი „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის „საუკეთესო ფილმისა“ და „საუკეთესო რეჟისურისათვის“.

 

კინოაკადემიის მოთხოვნები დაცულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით (სიტყვის თავისუფლება), თუმცა მისი კრიტიკა შესაძლებელია ორი მიმართულებით. პირველი - დონალდ ტრამპის მიერ ხელმოეწერილი ბრძანებულების თანახმად, რომელიც კრძალავს მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დისკრიმინაციას DEI-ს პროგრამის (Diversity, Equity, Inclusion - მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა) მიხედვით. მართალია, ბრძანებულების მოქმედება „ოსკარზე“ არ ვრცელდება, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს მსხვილ კინოსტუდიებზე. მეორე - არსებობს 1981 წელს მიღებული კანონი, რომელიც ზოგადად კრძალავს დისკრიმინაციას.

ექსპერტთ აზრით, თუ კინოაკადემიის მიერ რომელიმე ფილმი დისკვალიფიცირებული იქნება იმ მიზეზით, რომ მასში „მრავალფეროვნების“ კრიტერიუმები დაცული არ არის, მაშინ საქმე შეიძლება უმაღლეს სასამართლომდე მივიდეს. თავის დროზე ამ ინსტანციამ, რომლის წევრ მოსამართლეთა უმეტესობას საკმაოდ ღრმა კონსერვატიული ხედვები აქვთ, უკვე გააუქმა „მრავალფეროვნების“ კრიტერიუმი უნივერსიტეტებში მიღების წესებში (2023 წელს) და საარცევნო ოლქების საზღვრების ცვლილებებში (2026 წლის აპრილში).

 

ეს პირველი სკანდალი არ არის კულტურისა და ხელოვნების სფეროში: მაგალითად, როცა ფიფქიას როლი ლათინურამერიკელმა რეიჩელ ზეგლერმა შეასრულმა, ხოლო ქალთევზას როლი - შავკანიანამა ჰოლი ბეილიმ.

 

 

ქრის ნოლანის პასუხი მეთ უოლშისა და ილონ მასკის კრიტიკაზე

 

კონსერვატიულმა კომენტატორმა მეთ უოლშმა „იქს“-ქსელში ლუპიტა ნონგო შეუარცხჰყო: „ჰომეროსი ელენეს დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევს, მაგრამ განა ლუპიტა მართლაც ყველაზე ლამაზია ქალია? რა თქმა უნდა, ნოლანმა ეს იცის, მაგრამ მას რომ ელენეს როლი თეთრკანიანი ქალისთვის მიეცა, კინოაკადემია რასისტად ჩათვლიდა. დიახ, ტექნიკურად ნოლანი ტალანტიურია, მაგრამ მხდარი და მშიშარა“.

 

ვუპი გოლდბერგმა (შავკანიანმა მსახიობმა ქალმა „ოსკაროსან“ ფილმ „მოჩვენებიდან“, რომელშიც მან ექსტრასენს ოდა მეის როლი შეასრულა) ტელეარხ  ABC-ის ეთერში მეთ უოლშიც გააკრიტიკა და ილონ მასკიც: „თქვენ არ ხართ ვალდებულნი ფილმს უყუროთ. თუ ვინმეს გარეგნობა არ მოგწონთ, გირჩევთ, რომ თქვენ თვითონაც ჩაიხედოთ სარკეში“.

 

ქრისტოფერ ნოლანმა გამოცემა Time Magazine-ში 12 მაისს „ოდისევსისადმი“ თავისი მიდგომები განმარტა და „ინტელსტელარს“ შეადარა: „როცა „ინტერსტელარს“ ვიღებდით, ჩვენ საკუთარ თავს კითხვა დავუსვით: როგორი შეიძლება იყოს სიმართლესთან ყველაზე ახლოს მდგომი შორეული მომავლის ამსახველი ფანტასტიკა? ახლა, როცა საქმე გვაქვს შორეული წარსულის ამსახველ ფილმთან [ფაქტიურად, „ისტორიულ“ ზღაპრულ ფანტასტიკასთან], თითქმის იგივე კითხვა დაგვებადა: როგორია სიმართლესთან ყველაზე ახლოს მდგომი ფანტაზია? როგორ უნდა ვისარგებლოთ ჩვენი ხედვით? მესმის, რომ ჩემი მიდგომა არც ანტიკური ხანის სპეციალისტებს და არც სხვა ბევრს არ მოეწონებათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფილმით კმაყოფილნი დარჩებიან იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი რაიმე დეტალებში არ დამეთანხმებიან“.

 

ინტერვიუში ქრისტოფერ ნოლანმა ერთგვარი ირონია გამოხატა ილონ მასკის მიმართ: „შავკანიანი რეპერი ტრევის სკოტი ფილმში ბარდის (მგოსანის) როლს ასრულებს. მე იგი იმიტომ შევარჩიე, რომ [ჰომეროსის მიერ 24 სიმღერისგან შედგენილი] ოდისევსის ისტორია ზეპირი პოეტური ფორმით გადაეცემოდა თაობებს, რაც რეპის ანალოგს წარმოადგენს“.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ