16 თებერვალი - დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის კვირა, ყველიერი იწყება 16.02.2026 09:27


16 თებერვალი - დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის კვირა, ყველიერი იწყება.


 დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.


 ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

 როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.

 დიდმარხვის განმავლობაში "დილისა” და "ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში, ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით.

 ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

 მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ