უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ღია მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერზე“ წერს და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
„განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – წერს ორბანი.
დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპის წინააღმდეგ იძიებს საქმეს, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან სკანდალს უკავშირდება. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გაუგზავნა, რათა მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.
ავტორ(ებ)ი :