ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი 26.12.2025 17:02

აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება.

„ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.

ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.

და საერთოდ, აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?

კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს დააკავა. ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ