სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია 30.01.2026 17:33

"წლები მაქვს გატარებული დასავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტდოქტორანტურის თუ კვლევითი საფეხურები სრულად იქ მაქვს გავლილი, ახლაც მუდმივად ვთანამშრომლობ მათთან. საათობით შემიძლია დასავლური განათლების და მეცნიერების სისტემების პრობლემებზე საუბარი, რაც ამ ეპოქაში არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ საქართველოში რომ არადემოკრატიული, არაპლურალისტური და ექსკლუზიური სივრცეა განათლება და მეცნიერება, ისეთი მე არსად მინახავს.

ამ სივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და მათ მონათესავე მიმართულებებში, თითქმის შეუძლებელია ისეთმა ახალმა ადამიანებმა შეაღწიონ და თავი დაიმკვიდრონ, ვინც არსებული სექტიარიანული ჯგუფის ორგანული ნაწილი არ გახდება და სექტის იდეოლოგიასა და იდენტობას არ გაითავისებს. ვინც კრიტიკულად შეხედავს დამკვიდრებულ პარადიგმებს და მართლაც ავტონომიური სამეცნიერო დღის წესრიგი ექნება.

ავტონომიურ სამეცნიერო პროგრამას კი არა, ავტონომიურ ქცევის ეთიკასაც კი ვერ იტანს ეს სივრცე. ის კი არა, სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მოგწვდებიან გაურკვეველი იდენტობის - "თბილისელი ფილოსოფოსების" სახელით (როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა) და ძირის გამოთხრას შეეცდებიან, ოღონდ დიალოგს არასდროს წაახალისებენ, სადისკუსიოდ არასდროს დაჯდებიან. იტყვიან, რომ განსხვავებულ აზრთან დისკუსიას აზრი არ აქვს და რომ ყველა დანარჩენი მტერია და უნივერსიტეტში არ უნდა იყოს. ამაში მოითხოვენ უცხოელი კოლეგების უპირობო მხარდაჭერას, ხოლო როცა ამ მხარდაჭერას ვერ იღებენ, მათაც "მტერთან გარიგებულის" იარლიყი გარანტირებული აქვთ. ანუ იბრძოლებენ "დემოკრატიისთვის" არადემოკრატიული მეთოდებით.

ამ სივრცეში თითქმის არაფერია დარჩენილი ისეთი, რომელიც ნამდვილ სამეცნიერო პოლემიკას, აზრთა სხვადასხვაობას და დიალოგს წაახალისებს. კოლეგებად რომ მიიჩნევდი ის ხალხი ქუჩაში დემონსტრაციულად არ გესალმება, ან უშვერი სიტყვებით გლანძღავს სხვადასხვა პლატფორმაზე, იმიტომ რომ ახლა რაღაცა სულელური პოლიტიკური მოძრაობის ნაწილია, რომლის იდეოლოგიასაც არ იზიარებ.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა.

ნაცვლად იმისა, რომ უნივერსიტეტები გახსნილიყო ახალგაზრდებისთვის და აღდგენილიყო ნაცების დროს გამარგინალებული მეცნიერ-მუშაკების სტატუსები,
ახალ და ქვეყნისთვის საჭირო მიმართულებების კვლევით მიმართულებებს ჩაყროდა საფუძველი და ფუნდამენტურად ყოფილიყო გადააზრებული "ჩარეცხვის" ისტორია (ანუ ის, თუ რა არ უნდა განმეორდეს), ვიღაცები პირიქით, წარმატებით მოერგნენ ჩარეცხვის ლოგიკას, მომდევნო ათწლეულები აცოცხლეს და საკუთარი ძალაუფლება ამ ლოგიკას დააშენეს. ამიტომაც, მათთვის "ავტონომიის შენარჩუნება" ამ კონტექსტში ნიშნავს "დომინაციის" შენარჩუნებას, რომელსაც რეალურ ავტონომიასთან საერთო არაფერი აქვს",-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნინო ხელაია

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ