27.02.2026 12:11
უკრაინის პარლამენტის სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს დაუწერა სოციალურ ქსელში (თანაც ქართულად, ალბათ ვიღაც ჩვენებური დაეხმარა), რომ უკრაინას არ ჭირდება "რუსული ნარატივის" მქონე საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაო.
იგი გულისხმობს გაეროში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებულ საქართველოს მხარდაჭერას - მაშინ, როცა აშშ-მა თავი შეიკავა.
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?მას კონკრეტულად არ მოსწონებია პაპუაშვილის მიერ ნათქვამი - ჩვენ უკრაინას ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ, კიევი კი თბილისის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერის დროს უმადურობას ამჟღავნებსო."გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა", რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს", - წერს სტეფანჩუკი. ესე იგი, ჩვენ, გმირები თუ არა, მინიმუმ, წესიერები მაინც ვყოფილვართ.თუმცა სტეფანჩუკი უეცრად მრისხანედ გვეუბნება: "ვინც უკრაინას „უმადურობაზე" მუდმივად საყვედურობს, სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს... ჩვენ ნამდვილი მოკავშირე და მხარდამჭერები გვჭირდება და არა რუსეთუმეებიო", - ხაზს უსვამს ვერხოვნა რადას
სპიკერი.https://www.facebook.com/stefanchuk.official/posts/pfbid0kiP5aU3Hp74ztqwrtiURSML48ZYPJQ57TdM6eXQCbTu49jG4PYhY1hue2mP5w9E8l შეიძლებოდა ეს შეხლა-შემოხლა მხოლოდ სტეფანჩუკ-პაპუაშვილის პირად კონფლიქტად ჩაგვეთვალა, მაგრამ, ჩემი აზრით, მთლად ასე არ არის. მე ადრეც დავწერე, რომ უკრაინა თვითონვე გაერკვევა თავის პრობლემებში, ხოლო საქართველომ ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე მუდამ მხარი უნდა დაუჭიროს-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინა ჩვენ არ გვთვლის ისეთ სახელმწიფოდ, რომლის მხარდაჭერა მას ჭირდება.ანუ ჩვენ არ ვართ არც ძლიერი დიდი ბრიტანეთი, არც საფრანგეთი და არც სხვები. ისე, იქნებ ისიც განმარტოს ბატონმა უკრაინელმა სპიკერმა, რატომ შეიკავა ამერიკამ თავი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაეროში?
დონალდ ტრამპმა იმდენჯერ გააკრიტიკა და შეურაცხყოფა მიაყენა ზელენსკის და მის მმართველ პარტიას, რომ პაპუაშვილის ნათქვამი არაფერია მასთან შედარებით. რატომაა ჩუმად სპიკერი და ამერიკას არ აკრიტიკებს? ვთქვათ, კონგრესის წარმომადგენლთა პალატის სპიკერს? ან მთლად უფროსს მისტერ დონალდს?ნახა საქართველო დაბალი ღობე? და მაინც, მე მხარს ვუჭერ უკრაინას - როგორც სუვერენულ სახელმწიფოს - აგრესორ რუსეთთან ომში.სტეფანჩუკები და სხვები მოდიან და მიდიან, უკრაინა კი მუდამ დარჩება და საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას განაახლებს"- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, სიმონ კილაძე.
ავტორ(ებ)ი :