09.04.2026 16:59
"წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დასჯადი უნდა გახდეს, ის, რაც აქტივისტების მხრიდან რუსთაველზე ვნახეთ.
"წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს.
ეს ჩვენი აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან. მართლაც რომ პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ. დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ და რასაც უკვე წლები ადგილი აქვს მთაწმინდის პანთეონში ოღონდ, სხვების მხრიდან. არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, ეს უნდა აიკრძალოს", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი :