მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები განიხილა 22.10.2025 18:16

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაიევს შეხვდარომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილესგანსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამატებითი სატვირთო ნაკადების მოზიდვის ხელშეწყობაზე შუა დერეფანშირომლის განვითარებაც ორივე ქვეყნის ინტერესებშიახაზი გაესვა ერთობლივ ძალისხმევას აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი პოპულარიზებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებითმხარეებმა ისაუბრეს საქართველოსაზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების კოორდინირებულ თანამშრომლობაზერომლის მიზანსაც ჩინეთსა და ევროპას შორის სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურება წარმოადგენს.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ურთიერთობა ტრანსპორტის სხვა სფეროებშიხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით - 2025 წლის იანვარსექტემბრის პერიოდში მგზავრთნაკადი საქართველოსა და ყაზახეთს შორისწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,4 პროცენტით გაიზარდაასევე ხაზი გაესვა პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის სფეროში.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკურისავაჭროსატრანსპორტო და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

 

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ