„საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში"- მარიამ ქვრივიშვილი 22.10.2025 19:15

საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვსრეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაშიჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის  იგივე პერიოდთან შედარებით,  ეს ნიშნავს წინსვლას და ამით საქართველო რეგიონში ლიდერიაამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სამთავრობოასევე ბიზნესის სექტორსმინდა გითხრათრომ საქართველო მუდამ არის სტუმართმოყვარე ქვეყნების რიცხვშირაც ხელს უწყობს ინვესტორების მოზიდვას" - ამის შესახებ  მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ სესიაზე სახელწოდებით   „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილიგანაცხადა.

 

ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი  საქართველოში, EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის,  მოჰამედ ალაბარის უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტებს.

 

შესანიშნავი დიალოგი მქონდა ბატონ ალაბართანრომელიც ჩვენი ძალიან კარგი მეგობარიაამ ურთიერთობის შედეგად საქართველომ მიიღო 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია.  Eagle Hills-ის პროექტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის", განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის შეფასებითწლევანდელმა წელმა აჩვენა,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებაგარკვეული პოლიტიკის შემუშავებარომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს  ბიზნესის წარმოებას საქართველოშიმარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის თითოეული ინვესტიციის მნიშვნელობაზერომელსაც განახორციელებს როგორც ადგილობრივიასევე უცხოელი ბიზნესმენიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმითინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის სტაბილურობას

 

ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდება და სწორედ ასეთ შემთხვევებს ვიყენებთწარმოვაჩინოთ ჩვენი მიღწევებიჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, 2000-ზე მეტ დელეგატს ვუმასპინძლოთ მრავალი ქვეყნიდანეს გახლავთ დიალოგის პლატფორმა მთავრობებსა და ბიზნესებს შორისდღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგაგანვიხილეთ მრავალი საკითხიმათ შორის, ის თემებირომელიც კერძო სექტორს აწუხებს" - აღნიშნა მინისტრმა.

 

აბრეშუმის გზის ფორუმზე  „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი"პანელური სესია  საქართველოს პრემიერ-მინისტრისირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნასესიაში მონაწილეობა მიიღეს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი ალაბარმა, Galt & Taggart-ის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა, Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ოლივერ სტენტონმა  და Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკირ ტივნიკლმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ