"თბილისის ფინანსური სამიტი" ოფიციალურად გაიხსნა 23.10.2025 10:09

„თბილისის ფინანსური სამიტი" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს.

„თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

„მასშტაბური ღონისძიება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

„თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარებაა.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა - Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იქამდე, 22 ოქტომბერს პანელურ დისკუსიებს სასტუმრო „ტელეგრაფმა" უმასპინძლა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ