03.11.2025 18:15
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა სამი მილიარდით იზრდება. დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა ყველა უწყებისთვის, მათ შორის, სოციალური მიმართულებით.
ბიუჯეტის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. დეპუტატებმა პროცედურები გაწერეს.
დოკუმენტის განხილვა მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
ავტორ(ებ)ი :