Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე 14.11.2025 15:02

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც უდიდესი არაბული ინვესტიციაა საქართველოში, პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავთ თუ არა კორუფციის ნიშანებს იმაში, რომ პროექტის განხორციელებაში „ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის ძმის კომპანიაა ჩართული, მერი პასუხობს, რომ ეს კერძო კომპანიის გადასაწყვეტია და არავითარ კორუფციას აქ ადგილი არ აქვს.

„კერძო კომპანია ვის გააკეთებინებს პროექტს, ან პროექტირებას, ეს ვისი რა საქმეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობთ, როგორმე დააზიანოთ აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ან თუნდაც ბიუჯეტში შემოსული თანხების თვალსაზრისით, ქართული კომპანიების ჩართულობით. ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებით რეკრეციულ არეალებს საფრთხე არ ემუქრება.

„რეკრეციული სივრცეები და ტყით დაფარული არეალები, რომელიც არის კრწანისის ტყე-პარკში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება. არის ტბები, რომელიც შენარჩუნებული იქნება, ოღონდ მოწესრიგდება, განახლდება და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან სასიამოვნო გარემოში დაისვენონ, გაერთონ, იცხოვრონ", - აღნიშნა მერმა.

მისივე ინფორმაციით, ეს იქნება კომბინირებული სივრცე, რომელიც გაერთიანებს პარკს, საცხოვრებელ არეალს, სასტუმრობს, ტბებს და ასე შემდეგ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ