"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი 09.12.2025 13:37

„მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ შეჯერებულია არსებული რეგულაციის სრულფასოვანი და სრულყოფილი სახე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციას მიიღებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლიმ კობახიძის ინიციატივით მომზადდა, დღეს კერძო სექტორს გაფართოებულ შეხვედრაზე წარუდგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესი არქიტექტორებთან, სახელოვნებო წრეებთან, მშენებლებთან, ასევე სავაჭრო ქსელებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში შედგა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეგულაციის მიზანი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დადგენილების პროექტზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს რეგიონების და ქალაქების კვლევა, რომლის საფუძველზეც საქართველოს ყველა რეგიონისთვის ინდივიდუალური პროექტი შეიქმნება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემდეგ თვალსაჩინო იქნება, თუ როგორ გაუმჯობესდება არქიტექტურული იერსახე ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონში, დაბაში, ქალაქსა თუ სოფელში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ