საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი 21.01.2026 18:04

 

სომხეთმა მოითხოვა საქონლის ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით რუსეთში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც დავოსში Report-ის კორესპონდენტი იტყობინება, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია: „ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები".

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა რომ, რომ აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე: „და ჩვენ მივიღეთ სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ დაშვებულიყო ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ჩვენ ფაქტობრივად ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს გავლით. მაგრამ ერთ დღეს ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ეს დღე არც ისე შორს არის". -  წერს Report-ი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ