დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა 30.01.2026 18:50

 

დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

ცვლილებების შედეგად, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ჯამში 2 მილიარდ 506 მილიონ ლარს შეადგენს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც დამატებითი თანხები გადანაწილდება.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ფრაქცია„ხალხის ძალის" თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, ლევან ღოღობერიძის ქუჩას სახელი გადაერქვას და წმინდა ამბროსი ხელაიას ქუჩა ეწოდოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ