უკრაინაში ომის შედეგი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-სა და ჩინეთთან ერთად მსოფლიო წესრიგის მესამე საყრდენი, ევროპა თუ რუსეთი 26.02.2026 21:27

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგის განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყანა გახდება ახალი გლობალური ბალანსის მესამე დასაყრდენი, აშშ-სა და ჩინეთთან ერთად.

სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველი ირყევა. ანალოგიური განცხადებები მანამდე გააკეთეს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ძლიერი ევროკავშირის გარეშე, არ შეიძლება, იყოს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო პოლონეთი. ან ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას, ან უფრო დიდი ქვეყნები გვშთანთქავენ", - განაცხადა სიკორისკიმ.

მისივე თქმით, მოსკოვში ნებისმიერი ანტიევროპული ისტერია ახარებთ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ