08.04.2026 16:48
საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.
„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი", - აღნიშნა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :