05.05.2026 12:43
ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ახალ ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.
„გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :