19.06.2026 14:42
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის პირველ კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (36.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5 პროცენტი).
ხოლო კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3 პროცენტი) და მშენებლობა (-2.0 პროცენტი).
უწყების ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9 პროცენტი).
ავტორ(ებ)ი :