„იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს აუქციონზე გამოაქვს, ღირებულება 5 მილიონ 700 ათასი ლარია - პრივატიზაცია ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის აღდგენას“ 07.05.2020 23:11

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად. ირაკლი ხმალაძის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით გასხვისდა, 4 ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება.

 

„იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს აუქციონზე გამოაქვს საპრივატიზაციოდ და მისი ღირებულება არის 5 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავალს. პრივატიზაცია ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის აღდგენას, სწორედ იმ კომპლექსის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს განადგურდა და ტერიტორია გაიყიდა, რათა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იმ მიზნით, რომ იქ მომხდარიყო არა საცხოვრებელი კორპუსების, არამედ სპორტული ცენტრის მშენებლობა. ამის პარალელურად პრივატიზაცია დაიგეგმა იმგვარად, რომ მყიდველი ვალდებული იქნება ისეთი პროექტი განახორციელოს, რომლის მიხედვითაც იქ ჩოგბურთის 4 კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. შედეგად, თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე მალე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტულ კომპლექსს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ