სახელმწიფო ბიუჯეტი კოვიდ19-ის პანდემიას მოერგო 14.09.2020 17:14

როგორც რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში შესახებ  მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და ვერაგ სენს ებრძვის“.

 

სწორედ ამიტომ, ცვლილებები და ადაპტირება განიცადა ბიუჯეტმაც ფინანსთა სამინისტროდან წარმოდგენილი ბიუჯეტის თემაზე ანგარიშიც, ვფიქრობ, წარმოადგენს სწორ და ადეკვატურ მიდგომას,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შედეგები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, თანხები თვეების განმავლობაში გადანაწილებული არ იყო და მისი ათვისება ახლა, წინასაარჩევნოდ, მიზანმიმართულად ხდება.

 

„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, მე არ მახსენდება არცერთი თემა, რომ მათ სწორად შეეფასებინოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა რადიოს ეთერში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ