საქართველოს საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებშია 15.09.2020 12:17

საგარეო ვაჭრობა ისევ მინუსებშია.საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7,022 მლრდ დოლარი შადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16.7%-იანი კლებაა.

14,7%-ით შემცირდა ექსპორტი – 2,071 მლრდ დოლარამდე, ასევე, 17,5%-ით არის შემცირებული იმპორტი – 4,951 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2,88 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41% შეადგინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ასევე დაგაინტერესებთ