„დღეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის - ტურიზმი იწყებს აღდგენას“ 16.09.2020 20:35

ეს იყო გაერო-ს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას, ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.

 

„მე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ყოფნა და დასწრება დღევანდელ ცერემონიაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტად აღიქვამს ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. სწორედ ეს დეკლარაცია არის იმის აღიარება მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ იყო მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლაც შესაძლებელია. 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანმა მოიყარა თავი, დაახლოებით 150 სტუმარი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქვეყნებს შორის. იყო რამდენიმე კონტინენტი, როგორიც არის აფრიკა, ამერიკის კონტინენტი, პირველად ეწვია ასეთი დიდი მოცულობისა და მაღალი რანგის სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ ეს მისცემს ამ ქვეყნებს დაახლოების საშუალებას, პირველ რიგში, ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

 

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შესაძლებელია, გაიხსნას საზღვრები და ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები. „თბილისის დეკლარაცია მიღებული იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ შესაძლებელია, გაიხსნას საზღვრები, ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები. ეს იყო გაერო-ს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ, ჰიბრიდული შეხვედრა – ასე ერქვა და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში და დეკლარაცია ეძღვნებოდა, რომ შესაძლებელია საზღვრების გახსნა, სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის მეშვეობით და სანიტარული ნორმების დაცვით შესაძლებელია, ადამიანებმა დაიწყონ მოგზაურობა. შევთანხმდით, რომ ეს კოოპერაცია და ურთიერთობა გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ