თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა 08.01.2021 13:10

თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტსბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAG) აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის წესში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაბამისი აქციზით დაბეგვრას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტის იმპორტისთვის წლების მანძილზე გამოყენებადი .. უაქციზო სასაქონლო კოდი და ნაცვლად ორეტაპიანი, მანიპულირებას დაქვემდებარებული დაბეგვრის მოდელისა, ამოქმედდა ერთეტაპიანი დაბეგვრის წესი - 300 ლარის ოდენობით. შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფი ბიუჯეტმა, მოსალოდნელზე 300%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. მათ შორის, ნახევარზე მეტი - სწორედ .. უაქციზო კოდის დაბეგვრით“, - განაცხადა  შავლეგ მიშველაძე.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შედეგის პარალელურად შეუფერხებლად გრძელდება თხევადი გაზის ბიზნეს სეგმენტის განვითარება. 2020 წლის 11 თვის მაჩვენებლების თანახმად, თხევადი გაზის იმპორტი აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებისა და შენელებული აქტივობების შედეგად, შემცირებულია ქვეყანაში ბენზინის ტიპის საწვავის იმპორტი.

 

სამწუხაროდ, მიუხედავად ზემოთქმულისა, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლის მიზანიც გახლავთ, აღმოფხვრილი, უკვე წარსულს ჩაბარებული უაღრესად მანკიერი პრაქტიკის უკან დაბრუნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზის გადასახადის გადახდას დაქვემდებარებული პროდუქტის ნაწილის იმპორტისას სახელმწიფო ბიუჯეტი იღებდა ნულ ლარს, ხოლო ნაწილის შემთხვევაში - კუთვნილი გადასახადების მხოლოდ მცირე ნაწილს“. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თხევადი გაზის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება. მათ შორისაა, თხევადი გაზის გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება და ამ კუთხით ერთიანი, თანამედროვე სტანდარტის შექმნა. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივებით, ხელისუფლებასთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, განხორციელებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება თუ ნორმატიული აქტი პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებასთან, კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და საბოლოო ჯამში გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ