ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების სისტემების განცალკევების პროცესი 6 თვით გადაიდო 09.01.2021 14:39

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების" შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის  განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთერთი ვალდებულებაა. 

 

2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება. 

 

ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ" თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. 

 

საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან", განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც  - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს" ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ