თბილისში თსუ-ს მაღლივი კორპუსი ბაგებს ხიდით დაუკავშირდება 14.02.2021 21:11

 

სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე კახა კალაძის დაანონსებული პროექტისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება თითქმის 35 მლნ-ია და ის თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება, შესაბამისად, თანხებიც ბიუჯეტიდან 3 წლის განმალობაში გამოიყოფა - 2021 წელს 6 მლნ ლარი; 2022 წელს - 14 მლნ ლარი; 2023 წელს - 15 მლნ ლარი.

ხიდური გადასასვლელის სიგრძე 470-480 მეტრია. გადასასვლელის დასაწყისში მოეწყობა უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი კვანძი, გადასასვლელის ბოლოში კი წყნეთის ქუჩასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. ნაგებობის დანიშნულება იქნება ბაგების დასახლების, დაბა წყნეთისა და მიმდებარე სოფლების დაკავშირება უნივერსიტეტის ქუჩასათან, ვაჟა-ფშაველას პროსპექტთან და მის მიმდებარე მაგისტრალებთან და ქუჩებთან. გათვალისწინებული იქნება ველოსიპედის ბილიკები. 

საპროექტო მომსახურებაზე შესყიდვა თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კონსულტანტი ვალდებულია განიხილოს, შეისწავლოს და გაანალიზოს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლებისა და მასთან დაკავშირებული დაბა წყნეთის არსებული და პერსპექტიული სატრანსპორტო ნაკადები, ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლები და მონაცემები. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, პროექტის განხორციელების აუცილებლობა თბილისში ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასა და სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გადატვირთვას უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ამ ტერიტორიაზე არსებული მაღლივის ხიდის რეაბილიტაცია უკვე განახორციელა, ხიდი საფეხმავლოა და ის უნივერსიტეტის კორპუსს სტუდენტურ საცხობრებელთან აკავშირებს.

 

 

business-partner.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ