„ატელიე პირველი“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა 26.03.2021 16:42

 

ბიზნესის მომავალი რომ უახლეს ტექნოლოგიებზე გადის, ამაში „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები პანდემიისგან შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ უფრო დაარწმუნა. გამართულმა, დახვეწილმა ონლაინ მაღაზიამ მანამდე წარმატებული ბრენდის გაყიდვები და მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა, „ატელიეს“ მიერ ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სხვადასხვა სტილის ქალის სამოსი კი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.


„ონლაინ მაღაზია შევქმენით პანდემიის პერიოდში, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, b2c-ის პლატფორმაზე, რომელმაც დაგვიფინანსა ფოტოსესია, გაგვიკეთა cashback-ის აქცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი პროდუქციის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასის 25%-ს თიბისი უკან უბრუნებდა cashback-ის სახით. ამ აქციით მოვიზიდეთ უამრავი ადამიანი. ამის შემდეგ მოიმატა გაყიდვებმაც და მოვახერხეთ პანდემიის გამო შეჩერებული რალიზაციის პროცესის აღდგენაც,“ - ამბობს „ატელიე პირველის“ დირექტორი, ანა შაიშმელაშვილი.


2017 წელს, 5 დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც მუშაობა 2 საკერავი დანადგარით დაიწყო, დღეს საკუთარ საწარმოში დასაქმებულ 35 ადამიანს და 40 მანქანა-დანადგარს ითვლის.


კლასიკური, სპორტული თუ ქეჟუალ სტილის ტანსაცმელი, რომლის დიზაინსაც „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები, მანოლა ჩოფლიანი და ანა შაიშმელაშვილი თავად ქმნიან, ტრენდულობისა და ხარისხის გარდა, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. ეს ყველაფერი  კი, გამართულ ონლაინ ვაჭრობასთან ერთად, ბიზნესის წარმატებას ყოველთვიურად ზრდის.


მომავალში „ატელიე პირველი“, კიდევ უფრო გაფართოებას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი, დამფუძნებლები აუცილებლად იზრუნებენ ონლაინ ვაჭრობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, რადგანაც, მათი აზრით, „ონლაინ ვაჭრობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ავტომატიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რაც პროცესებს საგრძნობლად აჩქარებს. ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია.“


„თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეთავაზება მოიცავს პლატფორმის შექმნას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ  ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, მიიღონ განვადების და მიტანის სერვისი,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.


პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.

 

(R)

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ