უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას - თემურ ბასილია 03.06.2021 15:53

რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია წერს.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ბასილიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ამ პერიოდში არ მომხდარა რაიმე ცვლილება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რასაც ლარის ასეთი გამყარება უნდა გამოეწვია. პირიქით კი, თუ თურქულ ლირასთან დაკავშირებულ მოვლენებს შევხედავთ.

 

ჩახედეთ ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების მაჩვენებლებს და პასუხსაც ძირითადად მიიღებთ: თუ მიმდინარე წლის 15 აპრილის მონაცემებით ეროვნულ ბანკს კერძო ბანკებზე 3 მილიარდი ლარი ე.წ. "რეფინანსირების სესხები" ჰქონდა მიცემული, 3 ივნისისთვის მისი ოდენობა 980 მილიონ ლარამდე, ანუ 3-ჯერ შეამცირა.

 

ამ დროს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები "გვიმტკიცებენ" ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო. უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას.

 

ეს გახლავთ რეფინანსირების სესხების ოდენობა მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 3 ივნისამდე. (წყარო: ეროვნული ბანკი ვებ გვერდი)

 

15 აპრილი, 2021 - 3,000,000,000

22 აპრილი, 2021 - 2,750,000,000

29 აპრილი, 2021 - 1,860,000,0000

6 მაისი, 2021 - 1,126,000,000

13 მაისი, 2021 - 1,030,000,000

20 მაისი, 2021 - 940,000,000

27 მაისი, 2021 - 910,000,0000

3 ივნისი, 2021 - 980,000,000" - წერს ბისილია.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ