დღე: 15

ღამე: 4

USD 2.7484

EUR 2.8998

"საქმე გვაქვს პენსიონერის სამეჯლისო ცეკვებთან“ - გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე 15.02.2022 16:56

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ისევ გრძელდება. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა კვლავაც აქტუალურია. ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ, მმართველმა გუნდმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. რა შედეგს მოგვიტანს აღნიშნული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში  და მოსალოდნელია თუ არა ამ  პროცესების გაგრძელება?


ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ჯორჯიან თაიმსთან საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა შეაფასა.

 

- როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს ?

 

- არ ვფიქრობ, რომ ეგ თემა მნიშვნელოვანია მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ არ გვაქვს სახელებისა და გვრების პრობლემა. საქმე გვაქვს სისტემურ მანკიერებასთან, რომელშიც სახელებისა და გვარების ცვლა, მიუხედავად მათი პროფესიული სტატუსისა, დიდ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. შესაძლებელია ოდნავ უკეთესი იყოს, ან - უარესი. იმდენად უმნიშვნელო სხვაობაა, რომ სახელმწიფოებრივად ამის შეფასება აზრს მოკლებულია.

 

- ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში სიების აღდგენას ითხოვს, რამდენად სწორი ნაბიჯია ეს მათი მხრიდან?

 

პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა საკუთარ გადაწყვეტილებებში. ეს ნაბიჯი გასაგებიცაა,  ერთის მხრივ ობიექტური  რეალობიდან გამომდინარეა, მეორეს მხრივ კი - პარტიის არასერიოზულობასა და მერყეობას აჩვენებს. ამიტომ, ამაში კარგი არაფერი არ არის.

 

- გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციანაციონალური მოძრაობისქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდესო. რამდენადაა შესაძლებელი ეს პროცესი?

 

- ეს აბსოლუტურად არასერიოზული და არარეალისტურია. მკვდრად შობილი სურვილია და რაც მთავარია, კარგის მომტანი არ არის, - მხოლოდ დამაზიანებელია. არა მგონია, რომ უგულავას ეს არ ესმოდა, როცა ამას ამბობდა. მაინც თქვა და რა მოტივები ჰქონდა ნამდვილად ვერ გეტყვით.

 

- ეროვნული თანხმობის იდეა როგორ მოგწონთ და არის თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი?

 

- თეორიულად ეროვნული თანხმობა გჭირდება, მაგრამ ერთია, რომ გვჭირდება და მეორეა - შესაძლებლობა. პრეზიდენტს ამის არც ხედვა აქვს და არც შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აქაც საქმე გვაქვს პენსიონერის სამეჯლისო ცეკვებთან და მეტი არაფერი.

 

- ზურაბიშვილის ბოლო  განცხადებები  თითქოს ოპოზიციურისკენ იხრება და ხომ არ უპირისპირდება მმართველ გუნდს?

 

- მას საშუალება აქვს რიტორიკის დონეზე  კრიტიკული ყოს, მაგრამ  ეს გადაწყვეტილებებში არ ჩანს, რომ სერიოზული ოპონირებისთვის მზად არის. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის თემასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთგვარი თამაში და რიტუალური ცეკვაა, რასაც ჩვენ მისი შესრულებით ვუყურებთ. ქალბატონი ერთობა, მარტო სახლში,  როგორც შეუძლია ისე.

 

- უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო და შესაძლებელია ქართველ სამართალდამცველებს  ბრალი წარუდგინონ. რამდენად რეალურია ეს?

 

- ასეთი რაღაცებიც ხდება, დრამატიზებას არ დავიწყებ ზედმეტად, თუმცა არასასიამოვნო ინციდენტია.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ