რუსეთის 9 რეგიონში მიმდინარე გუბერნატორის არჩევნები ამჟამინდელი გუბერნატორების გამარჯვებით დასრულდა.
ყველაზე დიდი უპირატესობით გამარჯვება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ რამზან კადროვმა ამომრჩეველცა ხმების 99,70% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „სამართლიანი რუსეთის” კანდიდატს ისა ხაჯიმურადოვს მხარი ამომრჩეველთა 0.15%-მა დაუჭირა. მესამე ადგილზე გასულმა „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” კანდიდატმა ხალკიდ ნაკაევმა ხმების 0,12% მიიღო.
ყველაზე მცირე სხვაობა გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულს შორის ხაბაროვსკში დაფიქსირდა, სადაც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა მიხეილ დეგტიარიოვმა ხმების 56,77% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „სამართლიანი რუსეთის” კანდიდატმა მარინა კიმმა კი 25,43%
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge