დღე: 7

ღამე: -1

USD 2.8082

EUR 2.9174

ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა 01.04.2023 23:20

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის გახდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მსგავსი ინსტიტუტების „სრულ გაკოტრებაზე“ მეტყველებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ აშკარად აბსურდული და დესტრუქციული სიახლეები გვაქვს. დღეს, ტერორისტი ქვეყანა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობას შეუდგა. გუშინ, რუსულმა არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი, ხუთი თვის ბიჭი მოკლა. მას დანიელი ერქვა. ის ავდეევკადან იყო, დონბასში, თავის მშობლებთან ერთად. მისი მშობლები დაჭრილები არიან. ეს ერთ-ერთია, ასობით საარტილერიო თავდასხმიდან, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ყოველდღიურად ახორციელებს და ამ დროს, რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს - ეს ასეთი ინსტიტუტების სრულ გაკოტრებაზე მეტყველებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე როტაციის პრინციპით გახდა - საბჭოს 15 წევრიდან თითოეული ქვეყანა თავმჯდომარის სკამს ერთი თვით იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილში შესაძლოა, რამდენიმე სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაუძღვეს. ბოლოს, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის თებერვალში იყო, როცა უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ