უკრაინა ამზადებს 40 000 საშტურმო ბრიგადის მებრძოლს საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ბრიგადები გაძლიერებული იქნებიან ახალი დასავლური ტანკებით, საზღვარგარეთ წვრთნა გავლილი ათასობით ახალი ჯარისკაცით და რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად იბრძოლებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი სამობილიზაციო პოტენციალი და ახალწვეულებს შორის არიან ქალებიც, სამხედრო გამოცდილების არ მქონე პირები, და, ასევე, ყოფილი პოლიციელები და სამხედროები.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge