პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში "მიგ-29" ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო ოთხი თვითმფრინავი.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge