"თალიბანმა"ავღანეთში რვა თვის წინ დაკავებული ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლა 19.09.2025 15:36

„თალიბანმა“ ავღანეთში რვა თვის წინ დაკავებული ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლა.

 

80 წლის პიტერ რეინოლდსი და მისი 76 წლის მეუღლე, ბარბი რეინოლდსი, რომლებიც ავღანეთში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, სახლისკენ მიმავალ გზაზე პირველ თებერვალს დააკავეს.

 

წყვილი კატარის შუამავლობით გაათავისუფლეს. კატარის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრიტანელ ცოლ-ქმარს კატარში გადაიყვანენ სამედიცინო შემოწმებისთვის, რის შემდეგაც ისინი გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრებიან.

 

„თალიბანს“ წყვილის დაკავების მიზეზი არ დაუსახელებია. პიტერ და ბარბი რეინოლდსები ქაბულში 1970 წელს დაქორწინდნენ. ბოლო 18 წლის განმავლობაში ისინი ხელმძღვანელობდნენ საქველმოქმედო სასწავლო პროგრამას. ავღანეთის სათავეში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ, მოძრაობამ აღნიშნული პროგრამის გაგრძელების ნებართვა გასცა. ივლისში „ბიბისისთან“ საუბარში წყვილის ვაჟმა, ჯონათან რეინოლდსმა აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფ მის მშობლებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. ამასთან, გაერო აცხადებდა, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე წყვილის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ემუქრება. გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს „თალიბანის“ მთავრობას და დაჯგუფების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ქაბულში თავისი საელჩო დახურა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ