,,დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან''- ვლადიმერ პუტინი 17.10.2025 21:06

დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა ეპოქის ნაცნობი კლიშეებისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს უზარმაზარი მოთხოვნაა ახალ ამბებზე, რომლებიც განსხვავდება გაცვეთილი დასავლური პროპაგანდისგან.

„სიმართლე გითხრათ, დღევანდელი [დასავლური პროპაგანდა] დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი კლიშეებისგან, საბჭოთა პერიოდისგან, როგორც ეს ამ ოთახში მყოფთა უმეტესობამ იცის. ასე მუშაობენ ისინი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ასწავლიდა რუსეთს სიტყვის თავისუფლებას და ახლა მისი აკრძალვა სურს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ