ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო „ძალიან საინტერესო და მეგობრული“.
„მე მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებმა ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.
„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს. საკმარისია სროლა, საკმარისია მკვლელობები, საკმარისია უზარმაზარი თანხების ხარჯვა. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნავს ტრამპი.
ავტორ(ებ)ი :