დღეს უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არსებობს რეალური შანსი, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა საბოლოოდ მშვიდობამდე მიგვიყვანოს -ვიქტორ ორბანი 18.10.2025 20:23

 რატომ ბუდაპეშტი? – ჩვენ ვართ ერთადერთნი ევროპაში, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობის გზას ადგას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

 

ორბანის თქმით, უნგრეთს არასდროს დაუხურავს დიალოგის არხები და წლების განმავლობაში მტკიცედ იდგა მშვიდობის მხარეს.

 

„რატომ ბუდაპეშტი? გუშინდელი დღიდან მსოფლიოში ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ რატომ შეირჩა უნგრეთი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად. პასუხი მარტივია, ჩვენ ვართ ერთადერთი ევროპაში, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობის გზას ადგას. ჩვენ არასდროს არავისთვის წაგვიკითხავს ლექციები – არც მაშინ, როცა ისინი მთავრობაში იყვნენ და არც მაშინ, როცა ოპოზიციაში იყვნენ. ჩვენ არასდროს დაგვიხურავს დიალოგის არხები.

 

ძნელია ვინმეს რაიმეში დარწმუნება, თუ მათთან საუბარზე უარს ამბობ. და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში ჩვენ მტკიცედ და თანმიმდევრულად ვიდექით მშვიდობის მხარეს. თანამშრომლობა დაპირისპირების ნაცვლად, ურთიერთპატივისცემა სტიგმატიზაციის ნაცვლად – ეს არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა. დღეს უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არსებობს რეალური შანსი, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა საბოლოოდ მშვიდობამდე მიგვიყვანოს; სადაც, შესაძლოა, ევროპული პერსპექტივების გათვალისწინება კვლავ შესაძლებელი იყოს. ბრიუსელი შეიძლება იზოლირებული იყოს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა ორბანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ