,,პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიან დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს''- „ვაშინგტონ პოსტი“ 19.10.2025 10:10

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს, – აღნიშნულის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანაცვლოდ, კრემლი, სავარაუდოდ, მზადაა, განიხილოს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილების დათმობის საკითხი, რომლებიც რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ოკუპირებული.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ