პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - ახალი კვლევა 19.10.2025 17:06

ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდამჭერთა პროცენტულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

გამოკითხულთა 27% მზადაა, AfD-ს მისცეს ხმა, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) მმართველ ბლოკს ამომრჩეველთა 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.

გამოკითხულთა 14% მზადაა, სოციალ-დემოკრატებს (SPD) მისცეს ხმა, ხოლო 11% - მწვანეებს და მემარცხენე პარტიას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიები ვერ გადალახავდნენ ხუთპროცენტიან ბარიერს გერმანიის პარლამენტში შესასვლელად.

ცნობისთვის, წინა გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, AfD-მ ხმების 26.5% მიიღო.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ