ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაიწყეს „დარტყმების ტალღა“ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.
ამასთან, როგორც ისრაელში განმარტეს, თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ ობიექტებია „ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევის“ გამო.
მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ „ჰამასმა“ ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, იზატ ალ რიშეკმა კი აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და ისრაელი დაადანაშაულა.
ავტორ(ებ)ი :