სომხეთის ქალაქ გიუმრის მერიაში თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა 20.10.2025 12:07

სომხური მედიის ცნობით, ქალაქ გიუმრის მერიაში თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარალელურად, მერიის შენობასთან იკრიბებიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც შენობის შესასვლელი ჩაკეტილი აქვს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები სკანდირებენ - „სირცხვილია".

მერიის თანამშრომლების ცნობით, შენობაში იმყოფება ქალაქის მერი ვარდან გუკასიანი და ის ფაქტობრივად, იზოლირებულია. ვარაუდობენ, რომ მას დღეს დააკავებენ.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გიუმრის მერიაში შევიდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები. სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გიუმრის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მანამდე გიუმრის მერის ვარდან გუკასიანის შვილის წინააღმდეგ გამოძიება გამოძალვისა და ქონების მითვისების საქმეზე დაიწყო.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიუმრის მერმა, ვარდან გუკასიანმა განაცხადა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს დევნიან. მან ასევე მიმართა ამომრჩევლებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ მის წინააღმდეგ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების იდგმება" და ის „არ დანებდება".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ