სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს 20.10.2025 14:03

სომხეთში ქალაქ გიუმრისგიუმრის მერი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს.  ინფორმაციას  სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩაატარა, მიღებულია ფაქტობრივი მონაცემები, რომ გიუმრის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა, წინასწარი შეთანხმებით, ქრთამი აიღეს.

ანტიკორუფციული ცენტრის ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ქალაქის მერისა და კიდევ შვიდი პირის დაკავების შესახებ.

საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კონსპირაციული და კორუფციული სქემებით მოქმედების გასაგრძელებლად ქალაქ გიუმრის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს უთვალთვალებდნენ, რათა მოეპოვებინათ მათ შესახებ ინფორმაიცა, რითიც მათ აშანტაჟებდნენ.

ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ