სერგეი ლავროვი - მთავარი არ არის, სად ან როდის, მთავარია, როგორ განვაგრძობთ ალიასკაში შეთანხმებული ამოცანების შესრულებას 21.10.2025 17:01

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდა.

„მარკო რუბიოსთან დეტალურად ვისაუბრეთ იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენმა პრეზიდენტებმა 16 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მარკო რუბიოსთან ერთად განიხილა ამჟამინდელი მდგომარეობა, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის შეხვედრის ვარიანტები.

„მთავარი არ არის, სად ან როდის მთავარია, როგორ განვაგრძობთ ანკორიჯში შეთანხმებული ამოცანების შესრულებას", - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, სერგეი  ლავროვმა გაკვირვება გამოხატა CNN-ის ინფორმაციაზე პუტინ-ტრამპის შეხვედრის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

„გაკვირვებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე, რომ „სიენენის" ცნობით, პუტინ-ტრამპის შეხვედრა, შესაძლოა, გადაიდოს. მარკო რუბიოსთან საუბრისას ციტატა მოვიშველიე: „აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პოზიცია ბოლო დროს თითქმის არ შეცვლილა და კვლავ შეესაბამება მის საწყის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს". დასავლური მედიის უმეტესობის არაკეთილსინდისიერება ცნობილია. „სიენენი" გამონაკლისი არ არის", - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, „სიენენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. როგორც „სიენენს" ანონიმურმა წყარომ განუცხადა, შეხვედრის გადადების ერთ-ერთი მიზეზი რუბიოსა და ლავროვის განსხვავებული მოლოდინებია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე. „სიენენი" ასევე წერდა, რომ რუბიოსა და ლავროვის მოსალოდნელი შეხვედრა განიხილებოდა, როგორც საკვანძო მოსამზადებელი ნაბიჯი ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრისთვის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ