აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„დღეს ახალი ეტაპი იწყება - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ეტაპი. ბოლო სამხედრო შეტაკებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანამ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობაში უმაღლეს აღიარებას იმსახურებს.
ავტორ(ებ)ი :