,,ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ „ჰამასი“ სწორად მოიქცევა და შეთანხმებას შეასრულებს''- დონალდ ტრამპი 21.10.2025 18:09

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა მზადაა, „ჰამასთან“ საბრძოლველად ღაზაში ძალები გაგზავნოს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ „ჰამასი“ სწორად მოიქცევა და შეთანხმებას შეასრულებს.

„ჩვენმა მრავალმა დიდმა მოკავშირემ ახლო აღმოსავლეთსა და მის მიმდებარედ ცალსახად და მტკიცედ, დიდი ენთუზიაზმით მითხრა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ შესაძლებლობას, ჩემი თხოვნით, მძიმე ძალებით შევიდნენ ღაზაში და „მიწასთან გაასწორონ ჰამასი“, თუ „ჰამასი“ გააგრძელებს ცუდად მოქმედებას, ჩვენთან შეთანხმების დარღვევით. ახლო აღმოსავლეთისადმი ასეთი სიყვარული და სული ათასი წლის განმავლობაში არ უნახავთ! ეს მშვენიერი სანახაობაა! მე ვუთხარი ამ ქვეყნებს და ისრაელს, „ჯერ არა!“ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ „ჰამასი“ სწორად მოიქცევა. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, „ჰამასის“ დასასრული იქნება სწრაფი, მძვინვარე და სასტიკი! მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, ვინც დახმარებისთვის მოგვიწოდა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ინდონეზიის დიდ და ძლიერ ქვეყანას და მის შესანიშნავ ლიდერს იმ დახმარებისთვის, რაც მათ ახლო აღმოსავლეთს და აშშ-ს გაუწიეს“ , – წერს ტრამპი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ