ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტის გამოცხადებისთანავე ნათელი იყო, რომ შეხვედრის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებდნენ, - ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ავრცელებს.
მისი თქმით, „ომის მომხრე პოლიტიკური ელიტა და მათი მედია" ყოველთვის ასე იქცევიან მოვლენების წინ, რომლებიც შესაძლოა, ომსა და მშვიდობას შორის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
„თითქმის ყველა ევროპული საბჭოს სხდომის წინ, სანქციებთან ან ევროპულ სამშვიდობო მექანიზმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებამდე იგივე ხდება. ამჯერადაც ასე იქნება. სამიტი ვიდრე რეალურად გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და იმ განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც მტკიცებითაც, ის არ შედგება", - წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორ(ებ)ი :