ისრაელი დაკარგავს ჩვენს მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას -დონალდ ტრამპი 23.10.2025 19:28

ისრაელი დაკარგავს შეერთებული შტატების ყველანაირ მხარდაჭერას, თუ შეეცდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალ „თაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.


დონალდ ტრამპის თქმით, დასავლეთ ნაპირის ანექსია არ მოხდება, რადგან „არაბულ ქვეყნებს სიტყვა მისცა".


„ახლა ამის გაკეთება აღარ შეიძლება. ჩვენ დიდი არაბული მხარდაჭერა გვქონდა. ეს არ მოხდება, რადგან მე არაბულ ქვეყნებს სიტყვა მივეცი", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აიძულა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შეეწყვიტა ღაზაში „ჰამასის" წინააღმდეგ ომი. სხვაგვარად, ეს, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო.
„მე ბიბის ვუთხარი: „ბიბი, შენ არ შეგიძლია მსოფლიოსთან ბრძოლა. შეგიძლია, ინდივიდუალურ ბრძოლებში იბრძოლო, მაგრამ მსოფლიო შენ წინააღმდეგაა. ისრაელი კი მსოფლიოსთან შედარებით ძალიან პატარა ადგილია", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის მიერ კატარში „ჰამასის" ლიდერებზე თავდასხმას „საშინელ შეცდომას" უწოდებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ