25.10.2025 13:10
ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ახლოს არიან კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტასთან. ამის შესახებ დმიტრიევმა ტელეკომპანია „სიენენთან" ისაუბრა.
მედიის ცნობით, დმიტრიევს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს „დიპლომატიური გადაწყვეტა".
ამასთან, დმიტრიევმა „დიდი ნაბიჯი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი მზადაა ცეცხლის ფრონტის არსებულ ხაზზე შეწყდეს.
„იცით, მისი წინა პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი სრულად უნდა წავიდეს - ასე რომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ დიპლომატიურ გადაწყვეტასთან, რომელიც შეიძლება შემუშავდეს", - განაცხადა დმიტრიევმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დღეს მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით, „პოლიტიკო" ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :